032 2 95 40 84 parentsbridge9@gmail.com გოცირიძის ქუჩა N2

მუსთერაპიული ცენტრის მისია

ჩვენ გვსურს საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანისათვის, მათ შორის შშმ პირითათვის, ხელმისაწვდომი იქნება მუსთერაპია, როგორც საჭირო ფსიქო-სოციალური მომსახურება. ამისათვის ჩვენ ვნერგავთ და ვაძლიერებთ მუსთერაპიულ სერვისს შშმ და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. მუსთერაპიის დამფუძნებლები არიან საქართველოში არასამთავრთობო ორგანიზაციის „მშობელთა ხიდის“ აქტიური წევრები, რომელთაც ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ შშმ პირებთან ურთიერთობის და მუსთერაპიის ჩატარების. მუსიკის ზემოქმედების ძალა, მისი მიწოდების ინოვაციური მეთოდი და მუსთერაპიით მიღებული შედეგები გახდის „მუსიკა თერაპიას“ ძალიან პოპულარულს და მნიშვნელოვან სერვისს საქართველოშიც, ისევე როგორც ევროპის და ზოგადად მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, უნიკალური სერვისი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პრაქტიკული სარგებელი მოუტანოს რაც შეიძლება ბევრ ადამიანს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მუსთერაპიის გუნდი, საქმისადმი სიყვარულით და თავდაუზოგავი შრომით მიაღწევს დასახულ მიზნებს, რასაც წარსულში მიღებული გამოცდილება და შედეგები უკვე ასახავს. უნდა აღინიშნოს, რომ მუსთერაპიული ცენტრი საქართველოსთვის პირველია. ის ემსახურება ყველას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მოზარდებს. მუსთერაპიულ ცენტრში პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა პრობლემების გადალახვაში. ცენტრში მუსთერაპევტებთან ერთად მუშაობს ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და ქცევის თერაპევტი.