ახლა უკვე 2020 წლის შემოდგომაა…. და სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ეს წელი მოულოდნელობებით სავსე იყო: COVID– მა შეცვალა ტიპიური ცხოვრების რეჟიმი, სწავლებისა და აღზრდის ფორმები. ახლა მთავარია პოზიტიური განწყობა, მრავალმხრივი რესურსებით განვითარება, რელაქსაცია.. და ამ მხრივ მუსიკა მართლაც, რომ უნივერსალური საშულებაა. მუსიკა გვამშვიდებს, მუსიკა გვაძლევს პოზიტიურ მუხტს, მუსიკით ვსწავლობთ და ვთამაშობთ, ხშირად მუსიკა უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების უსაფრთხოებას ე.ი. მუსიკა გვაერთიანებს!
ჩვენ გვსურს საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანისათვის, მათ შორის შშმ პირითათვის, ხელმისაწვდომი იქნება მუსთერაპია, როგორც საჭირო ფსიქო-სოციალური მომსახურება. ამისათვის ჩვენ ვნერგავთ და ვაძლიერებთ მუსთერაპიულ სერვისს შშმ და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
ვრცლადმუსთერაპია კვლევებისა და დაკვირვების მიხედვით, წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ოპტიმალურ საშუალებას, ვინაიდან მუსთერაპიული მომსახურება მოიცავს შემოქმედებით, თერაპიულ და პედაგოგიურ-აღმზრდელობით ინტეგრირებული მუშაობის ფორმებს. ის სასარგებლოა ყველა მოწყვლადი ჯგუფისათვის, განსაკუთრებით ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ის უნივერსალურია.
ვრცლადმუსთერაპიულ ცენტრს მეთოდურ სუპერვიზიას დღიდან დაარსებისა უწევს Music as Therapy International. ეს არის ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ოცი წლის გამოცდილება აქვს.
ვრცლადსტრესისა და ტკივილის მართვისათვის
მედიტაციისთვის
რელაქსაციისათვის
მოტორული კოორდინაციისთვის
სოციალიზაციისთვის
კომუნიკაციისთვის
ემოციების გამოხატვისთვის
შფოთვის მართვისთვის
სენსორული სტიმულაციისთვის
"მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია."
“მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის.”
,, მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს. ''
,,მე ჩემს ცხოვრებას მუსიკის საზღვრებში ვხედავ''