მუსიკა გვაერთიანებს
ახლა უკვე 2020 წლის შემოდგომაა…. და სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ეს წელი მოულოდნელობებით სავსე იყო: COVID– მა შეცვალა ტიპიური ცხოვრების რეჟიმი, სწავლებისა და აღზრდის ფორმები. ახლა მთავარია პოზიტიური განწყობა, მრავალმხრივი რესურსებით განვითარება, რელაქსაცია.. და ამ მხრივ მუსიკა მართლაც, რომ უნივერსალური საშულებაა. მუსიკა გვამშვიდებს, მუსიკა გვაძლევს პოზიტიურ მუხტს, მუსიკით ვსწავლობთ და ვთამაშობთ, ხშირად მუსიკა უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების უსაფრთხოებას ე.ი. მუსიკა გვაერთიანებს!
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუსიკალური ელექტრო რესურსები დაგეხმარებათ: მასწავლებლებს, სპეცილისტებს, მშობლებს. მუსიკის გამოყენებით თქვენ მოსწავლეებს, შვილებს ან ბენეფიციარებს ახალ იდეებს, ელემენტებს შესთავაზებთ.
ამ მოსახერხებელ ვებ. გვერდზე მოცემულია ჩვენი გუნდის მუსიკალური თერაპიის გამოყენებით ჩატარებული აქტივობები. აქტივობები ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველია ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სსსმ მოსწავლისთვის. მუსიკიალური აქტივობების დახმარებით ბავშვები არა მარტო მუსიკალურად ვითარდებიან, არამედ კომპლექსურად!